საქართველოს კულტურის მინისტრმა სომეხ კოლეგას უმასპინძლა. თინათინ რუხაძემ და ჟანა ანდრე ასიანმა ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი ინიციატივები განიხილეს.
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო 2026 წელს საქართველოში სომხური კულტურის დღეების ორგანიზებას. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა 2025-2027 წლების ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც კულტურის სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს.