19 აგვისტო 2026,   14:12
ვრცლად
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ე.წ. საარჩევნო უბნებს რომ გახსნიან, უბნები იყოს ცარიელი - გიორგი ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები არ შედგეს. პარტიის რეგიონული მდივნის შემდეგ, თემაზე გიორგი ბარამიძემ ისაუბრა. ის ამბობს, რომ უბნები არჩევნებზე ცარიელი უნდა იყოს და ეს მათი ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულებაა.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ე.წ. საარჩევნო უბნებს რომ გახსნის ამ რუსული სპეცოპერაციისთვის ეს რეჟიმი, ის უბნები იყოს ცარიელი. ეს არის ერთ-ერთი გზა და მიმართულება ჩვენი პროტესტისა და ბრძოლისა", - აცხადებს პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე.

ამ განცხადებების გამო კოლეგებს მწვავედ აკრიტიკებენ გახარიას გუნდში.

"ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებები და სცენარები, რომელსაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ 13 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ვხედავთ, რომ არაეფექტიანია ბრძოლის ეს გზა და მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს "ქართულ ოცნებას", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი ტატა ახვლედიანი.

დღის ამბები