08 ივლისი 2025,   09:31
ვრცლად
სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას "ლელო-ძლიერმა საქართველომ" უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით - ბადრი ჯაფარიძე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, "ლელოს" ოფიციალური განცხადების შემდეგ, რუსთავის ნომერ 12 პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას ავრცელებს ბადრი ჯაფარიძე.

"სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას "ლელო - ძლიერმა საქართველომ" უპასუხა გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით - მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში" - წერს "ლელოს" ლიდერი და ეხმაურება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას, შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანი ოპოზიციის დაპირისპირების პროვოცირებაა.

დღის ამბები