ჰორიზონტი შავი ზღვის ხედით - ყველაზე შთამბეჭდავი ნათელი ფერების ქალაქის უმაღლესი წერტილიდან არის. ამ კადრის დაჭერის შესაძლებლობა წელს პირველს, "კურიერი P.S-ის" ობიექტივს მიეცა.
"ციცინათელას" კარი უკვე ყველასთვის გაიღო. განურჩევლად ასაკისა თუ განსაკუთრებული საჭიროებებისა და კიდევ ერთი ფერადი ზაფხულის დღესასწაული, რომელიც მთელი სეზონი გაგრძელდება, დაიწყო.
რიგები "ციცინათელას" ატრაქციონებთან 2006 წლიდან არავის აკვირვებს, განსაკუთრებით იქ, სადაც პარკი ვიზიტორებს ექსტრემალურ თავგადასავალს ჰპირდება.
პატარების ემოციებს ელოდებიან სეზონიდან სეზონამდე პარკის თანამშრომლებიც.
არანაკლები მოლოდინები აქვთ უფროსებსაც. "ციცინათელა" თუ ბავშვებისთვის არის ზღაპრული სამყარო, დიდებს ბავშვობის ნოსტალგიაში აბრუნებს.
"ციცინათელამ" 20 წლის განმავლობაში თაობების ტკბილი მოგონებები შეაგროვა. წელს კი, "სტარრინგ ჯორჯიამ" პირველად განაახლა ვიზუალი და კონცეფცია.
პარკში სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო კვების ობიექტები.
"სტარრინგ ჯორჯია" გეგმავს პარკის გაფართოებას, რის შემდეგაც "ციცინათელა" უნდა გახდეს, "მეტი ვიდრე პარკი".
უკვე საყვარელ ატრაქციად ქცეული პარკი, მის სახელს ყველაზე მეტად შებინდებისას ამართლებს, მაშინ, როდესაც ფერადი ნათება, მართლაც ემსგავსება ციცინათელას.