სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი დაიწყო. საზეიმოდ გაიხსნა კომპოზიტორის ბიუსტი.
ამის შემდეგ კი გაიმართა შემოქმედებითი საღამო, სადაც ქართველმა მომღერლებმა სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის თანხლებით, კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოებები გააჟღერეს.
კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი და იდეის ავტორი ნიკა ნიკვაშვილია. საზეიმო ღონისძიებას კულტურის მინისტრთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, კომპოზიტორის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ფესტივალის მიზანი ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციაა.