20 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
გედევან ფოფხაძე ელენე ხოშტარიას შეუერთდა და პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო

გედევან ფოფხაძე ელენე ხოშტარიას შეუერთდა და პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო. "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ამბობს, რომ შექმნილ პოლიტიკური ვითარებაში ეს ერთ-ერთი სწორი ნაბიჯია. პარლამენტის წინ დღეს ოპოზიციის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

"ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას - შიმშილობას. შეუძლებელია ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, რადგან ფაქტობრივად შექმნილია უკანონო რეპრესიული სისტემა, რომელიც ადამიანებს დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის ინტერესს ემსახურევა, ამ ფონზე თუ ჩვენ არ დავუპირისპირდით ამ ყველაფერს ჩვენ ვუღალატებთ ციხეში უკანონოდ მყოფ ადამიანებს და საზოგადოებასაც. ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს სწორი ფორმაა. ან სიკვდილი, ან გამარჯვება. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ მგონია, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები