09 აგვისტო 2026,   08:20
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ახალი შენობა დაემატა - სამუშაო პროცესს მინისტრი გაეცნო

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ახალი შენობა დაემატა - სამუშაო პროცესს მინისტრი გაეცნო. მას ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა გააცნო.

სხვადასხვა კვლევასთან ერთად, ახალ ლაბორატორიულ სივრცეში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირების ხარისხის შემოწმებაც არის შესაძლებელი.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება, იმისთვის, რომ მივიღოთ უფრო მაღალხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქცია, გაძლიერება ლაბორატორიული არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, აგრეთვე ცოდნის მიმართულებით, ტექნოლოგიების მიმართულებით. ამ მიმართულებით მუდმივად მიმდინარეობს განახლება. თავისთავად ცხადია, ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობის გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტად ჯანსაღი გარემოს შექმნას." - აღნიშნა  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები