ონის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეგიონული ფონდისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფლის შიდა საუბნო 1 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოების ბიუჯეტი 650 ათასი ლარია.