21 ივნისი 2026,   04:14
ვრცლად
კიევზე რუსული უპილოტო თვითმფრინავების და სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 55 დაიჭრა

კიევზე რუსული უპილოტო თვითმფრინავების და სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 55 დაიჭრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიევზე მიტანილი ყველაზე მასშტაბური ავიაიერიში იყო.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 40-ზე მეტი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანდა.

"იმედი გვაქვს, რომ ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილებს არ ვიპოვით, მაგრამ ამას ვერ გამოვრიცხავთ. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა კლიჩკომ.

დღის ამბები