აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ყაზახეთის ელჩს შეხვდა. სულხან თამაზაშვილმა დიპლომატს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული გარემო გააცნო. იმსჯელეს თანამშრომლობაზე.
ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. თანამშრომლობა მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.