ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, გურამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, იგება 608 მეტრი სიგრძის ასფალტ-ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები, ცხაურები, ბორდიურები და საცხოვრებელ ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 718 353 ლარს შეადგენს.