20 აგვისტო 2026,   17:57
ვრცლად
30 წელი ლარის მიმოქცევაში შესვლიდან - თარიღთან დაკავშირებით, თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადება მიმდინარეობს

30 წელი ლარის მიმოქცევაში შესვლიდან - თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადება მიმდინარეობს.

"ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე" - ამ სახელწოდების ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დირექტორები, ფინანსური სექტორისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან.

იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილია საკოლექციო მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, ასევე, სპეციალური ბანკნოტისა და მარკის გამოშვება.

დღის ამბები