ზუგდიდში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და სხვა კატეგორიის ოჯახებს სააღდგომოდ სასურსათო ნობათი გადაეცემათ.
მუნიციპალიტეტის მერია დახმარებას 550 ოჯახისთვის აპირებს. შეფუთული პროდუქტი უკვე დასაწყობებულია.
მიმდინარე პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.