"კოლუმბიის უნივერსიტეტის" მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯეიკ სალივანთან საუბრის დეტალები გაიხსენა.
ჯეფრი საქსმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ესაუბრა და უთხრა, რომ ომის თავიდან არიდების მიზნით საჯაროდ დაეფიქსირებინა პოზიცია, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა.
საქსი ამბობს, რომ პასუხად მას სალივანმა უთხრა, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა, თუმცა ამას საჯაროდ ვერ იტყოდა.
"2021 წლის 15 დეკემბერს, ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრე ჯეიკ სალივანს თეთრ სახლში. როდესაც ვეხვეწებოდი "ჯეიკ თავიდან აირიდე ომი". შენ შეგიძლია ომს თავი აარიდო. ერთადერთი რაც უნდა გააკეთო ისაა, რომ თქვა, უკრაინასთან მიმართებით ნატო აღარ გაფართოვდება. მან მიპასუხა, რომ "ნატო არ გაფართოვდება უკრაინის ხარჯზე". ამაზე არ იდარდოო, მე მას ვუთხარი, რომ ეს საჯაროდ ეთქვა, მან მიპასუხა, რომ ამის საჯაროდ თქმა არ შეეძლო. ვუთხარი, რომ ეთქვა, იმიტომ, რომ ამის გამო ის ომს იწყებდა, რაზეც მიპასუხა არ ინერვიულო ჯეფრი რადგან ომი არ დაიწყება", - განაცხადა ჯეფრი საქსმა.