28 აგვისტო 2026,   23:40
ვრცლად
ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტები ყალბები და ფარისევლები არიან. ზოგი დაფინანსებულია, ზოგი რაღაც პრივილეგიებით სარგებლობს, ზოგს ის სიამოვნებს, რომ ყურადღების ცენტრშია - ლევან მაჭავარიანი

"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ იმყოფებოდა. მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან, სამი წელიც არ იყო გასული.

რატომ არ აღმოჩნდა ვიზიტზე უარისთვის საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი, - ამის გარკვევა "პრტაიმტაიმმა" თავად თეონა ბაღდავაძესთან ცადა. ის ამბობს, რომ "პრაიმ ტაიმთან" არ თანამშრომლობს, არ პასუხობს არც "რუსთავი 2-ის" ზარებს, თუმცა სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ მოსკოვში, აგვისტოს ომის შემდეგ, პირადი მიზნებით იმყოფებოდა.

"პრაიმ ტაიმი" ასევე წერს, რომ ბოლო დროს, რუსოფობიური განწყობებით ცნობილი აქტივისტი, წლების განმავლობაში, რუსული კომპანიის პიარი იყო, აგვისტოს ომის შემდეგ კი, ოკუპანტ სახელმწიფოში 2011, 2013 და 2014 წლებში იყო ჩასული.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აქტივისტების ნაწილი ყალბი და ფარისეველია.

"აგენტურის აქტივისტების რიგებში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ერთის მხრივ საუბრობს, რომ რუსეთთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს, არც ეკონომიკური, მეორეს მხრივ კი, ფინანსდებიან რუსეთიდან. ქალბატონ ბაღდავაძე ფინანსდება კომპანიიდან, რომელიც რუსულია, ყოველ შემთხვევაში, მათი პიარ აქტივობები ჩაატარა.

ძალიან ბევრი საუბრობს, რომ პრეზენტაციაზეც დაგვიანებით მისულა, რათა მის ბაბლს ეს არ დაენახა. ფული აქვს აღებული. მოგვიანებით ცნობილ გახდა, რომ რუსეთსაც ხშირად სტუმრობდა ომის შემდეგ.

განაცხადა "ნაცი" არ ვარო და პარალელურად, ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანთან და დანარჩენ "ნაც" ქალებთან შეკრებაზე დადის. აქ ერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი - ეს ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტები ყალბები და ფარისევლები არიან. საუბრობენ, თითქოს რაღაც მათთვის ამორალურია, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი იყო.

ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, ზოგი დაფინანსებულია, ზოგი რაღაცა პრივილეგიებით სარგებლობს, ზოგს ის სიამოვნებს, რომ ყურადღების ცენტრშია. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ძალიან კარგად არჩევენ იმას, თუ ვინ არის გულწრფელი და ვინ არის ყალბი და ფარისეველი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები