29 ნოემბერი 2026,   15:13
ვრცლად
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე გაგრძელდება

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აპლიკანტებმა განაცხადი უნდა გაგზავნონ განათლების სამინისტროს ელ. ფოსტის მისამართზე. განაცხადის წარდგენის შემდგომ კი, უნდა გაიარონ შერჩევის ორეტაპიანი პროცესი - შიდა კონკურსი, რომელსაც სამინისტრო უზრუნველყოფს.

რაც შეეხება მეორე ეტაპს აპლიკანტებმა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის შერჩევის პროცედურები უნდა გაიარონ.

შიდა კონკურსი, 16-დან 25 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მოიცავს წერით გამოცდას ინგლისურ ენაში, ზოგადი უნარების ტესტსა და გასაუბრებას.

მიმდინარე წლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს. განათლების სამინისტრო აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ჩართულობით მიღწეული შეთანხმება მაღალი აკადემიური მოსწრების ქართველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო რეიტინგის მე-11 ადგილზე მყოფ სასწავლებელში სრული დაფინანსებით ისწავლონ. ამ უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი სწორედ ცოტნე ივანიშვილია. შერჩეული მოსწავლეების სწავლის საფასურს, რომელიც წლიურად 42 ათას დოლარამდე აღწევს, საქართველოს მთავრობა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დააფინანსებენ.

დღის ამბები