29 ნოემბერი 2026,   12:23
ვრცლად
კითხვას, ვინ არიან "თვითნებურად დაკავებულები", საქართველოში ევროკავშირის ელჩი ისევ თავს არიდებს

ოპოზიციის გუშინდელ აქციას ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მხარდასაჭერად ევროპარლამენტში რეზოლუციაც მიიღეს.

ამჯერად, მათ პაატა ბურჭულაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს, ვისაც "თვითნებურად დაკავებულებად" მიიჩნევენ, თუმცა, კითხვას - ვინ არიან თვითნებურად დაკავებულები, საქართველოში ევროკავშირის ელჩი თავს არიდებს.

პაველ ჰერჩინსკის ეს სია არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადაუცია, იმის მიუხედავად, რომ კითხვები უკვე დიდი ხანია არსებობს.

"კუერიერის" ჟურნალისტის კითხვა: "თქვენ ხშირად საუბრობთ თვითნებურად დაკავებულ პირებზე. ვის გულისხმობთ თვითნებურად დაკავებულებში და სიას რატომ არ აძლევთ საგარეო საქმეთა სამინისტროს?" - ჰერჩინსკიმ უპასუხოდ დატოვა.

დღის ამბები