29 ნოემბერი 2026,   12:25
ვრცლად
ჩერგოლეიშვილისთვის სააკაშვილი პოლიტიკური ლეში, "ნაციონალები" კი კერპთაყვანისმცემლები არიან, სააკაშვილის გუნდისთვის თავად "ფედერალისტების" ლიდერია ნაძირალა - მორიგი დაპირისპირება ოპოზიციაში შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე

თავისუფლების მოედანზე დაწყებული დაპირისპირება ოპოზიციაში შეურაცხყოფისა და ურთიერთბრალდებების მორიგ სერიად მალევე იქცა. ის, რაც ერთმანეთს აქციაზე დააკლეს, მოგვიანებით სხვადასხვა პლატფორმიდან უთხრეს.

ჩერგოლეიშვილისთვის სააკაშვილი პოლიტიკური ლეში, "ნაციონალები" კი კერპთაყვანისმცემლები არიან.

"აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს.

და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. ესაა ჩვენი გზავნილი. ეს გვჭირდება გასამარჯვებლად.

და დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება.
ანუ გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია.

დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას. ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით.

ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით.

დაიმახსოვრეთ - თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სააკაშვილის გუნდისთვის კი, თავად ჩერგოლეიშვილია ნაძირალა, მავნებელი, არაადეკვატური და ხისთავიანი.

"ნაძირალა, მავნებელი, წარსულის კომპლექსებით შეპყრობილი ხისთავიანების "შედევრი" - წერს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი, პეტრე ცისკარიშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობას" დამატებითი პრეტენზიებიც აქვს. ანა წითლიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან ითხოვს პასუხს, ვინ და რატომ ჩამოართვა სააკაშვილის პარტიას აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.

"ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩერგო ხომ იცით არაადეკვატური და გიჟიაო - ამას ამბობენ ბანერის პასუხად ალიანსის წევრები.

კარგი ჩერგო თუ გიჟია და არაადეკვატური, მაშინ თქვენ, დალაგებულებმა საჯაროდ გვიპასუხეთ:

1. ვინ მიიღო გადაწყვეტილება სახალხო აქციაზე - ენმ სიტყვით არ გამოეყვანა? მხოლოდ ჩერგომ თუ ყველამ ერთად?!

2. ბანერის შინაარს თუ არ ეთანხმებით საჯაროდ რატომ არ გმობთ და ჩუმად რატომ ხართ? მოსთხოვეთ ჩერგოს ამაზე პასუხი?

გიგი წერეთელს რითაც აკომპლექსებს ვიცით, სუტენიორს რომ ეძახის წერეთელს ეშინია. მაგრამ თქვენ რა გჭირთ? ჩერგოს ჰყავხართ მძევლად?

პ.ს ჩერგოს არგუმენტი დაუდია. გვარამიას გაყიდულს ეძახიან და მაგიტომ არ გამოვიყვანეთ სიტყვითო.

ანუ გიგი წერეთელს სუტენიორს ეძახდა, გვარამიას კანალიზაციას და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სუტენიორის და კანალიზაციის გვერდით იდგა სცენაზე? ეს აღაია ეს", - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები