გავლენიანი გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" მმართველი საპარლამენტო ფრაქციის, "ხალხის მსახურის" ლიდერს, დავით არახამიასა და მის გარემოცვას რედაქციის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაში ადანაშაულებს.
მთავარი რედაქტორის, სევგილ მუსაევას განცხადებით, ჟურნალისტების დევნა სწორედ არახამიას კორუფციული საქმიანობის შესახებ მომზადებულ საგამოძიებო მასალებს უკავშირდება.