საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძარში, ტრადიციული ორნამენტების გამოფენა გაიმართა. ადგილზე წარმოდგენილი იყო მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ქართული ტრადიციული ორნამენტებითა და ქარგვის ტექნიკით არის შესრულებული.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ქართული ორნამენტების ისტორია შეისწავლეს. "შემოქმედებითი საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიზანი ქართული ტრადიციების შენარჩუნება და მათი თანამედროვე შემოქმედებაში გამოყენება.