29 ნოემბერი 2026,   15:45
ვრცლად
კალიფორნიაში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა - დაზიანდა ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, შაბათს სამხრეთ კალიფორნიაში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა და რამდენიმე განმეორებითი ძლიერი ბიძგი დაფიქსირდა.

პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 9:30 საათზე დაფიქსირდა, მანჰეტენ-ბიჩის სანაპიროდან დაახლოებით 9.7 კმ-ის დაშორებით, ოკეანეში. მიწისძვრის კერა დაახლოებით 9 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის (LAFD) განცხადებით, მიწისძვრის პირველადი ბიძგის შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანებები ან ნგრევა არ დაფიქსირებულა.

დილის 11:41 საათზე მომხდარი განმეორებითი ბიძგის შემდეგ დეპარტამენტი კვლავ მიწისძვრის საგანგებო რეჟიმში გადავიდა.

მედიის ინფორმაციით, ბიძგების შედეგად, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი უმნიშვნელო დაზიანდა(LAX), სადაც ერთ-ერთი ტერმინალის შიგნით შუშები ჩაიმსხვრა.

დღის ამბები