მსჯავრდებულებსა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის საკალათბურთო მატჩი გაიმართა.
ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელიც ამჯერად №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა, მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ემსახურება.