11 აგვისტო 2026,   21:22
ვრცლად
კახეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

კახეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. სოფელში არსებული პრობლემების განხილვა ამჯერად ყვარლის მუნიციპალიტეტში გაიმართა. საბუეს მოსახლეობას თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

მოსახლეობამ პრიორიტეტული საკითხები თავად განსაზღვრა.მათ გზების და სანიაღვრე არხების მოწესრიგება მოითხოვეს. რომელიც მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოგვარდება.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ აქ განსაკუთრებით არის გამოკვეთილი სოფლის მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში თუ კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდეს სოფელში. ვიმეორებ, გარდა ბაღების, სკოლების, სოფლის ცენტრალური გზების, წყალმომარაგების საკითხებისა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ისედაც აკეთებს, კიდევ დამატებითი ჩართულობის პროგრამები არსებობს და სწორედ ეს არის სოფლის პროგრამა," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები