26 აგვისტო 2026,   15:16
ვრცლად
ორი დღის პარასკევი აქვს დარჩენილი პირდაპირი გაგებით, როდესაც აღარ იქნება ის ფორმალურადაც საქართველოს შემარცხვენელი პრეზიდენტი - გურამ მაჭარაშვილი

უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები. სახელმწიფო უწყების თანახმად, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები არ შედგეს.

"განიხილება ვითარების მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი" - ვკითხულობთ სუსის განცხადებაში. პოლიტიკური მხარეები თანხმდებიან რომ ეს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პრევენციული ნაბიჯია. 

პარტიის ”ხალხის ძალა” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის განცხადებები, რომელსაც პრევენციული ხასიათი აქვს არაერთხელ აღმოჩენილა სიმართლე. 

"ზურაბიშვილი, არამარტო რისკებს ვერ ხედავს და არ ხედავს, არამედ პირდაპირ ამბობს, რომ ცეცხლის წაკიდება მშვიდობიანი აქციაა, პოლიციელის დაჭრა და ცოცხლად დაწვა გამოხატვის თავისუფლებაა. ეს არის მისთვის ევროპული ღირებულება, ამიტომ მე არ მგონია, რომ საერთოდ ზურაბიშვილის განცხადებები იყოს იმის ღირსი, რომ კომენატრები გავაკეთოთ. 

ორი დღის პარასკევი აქვს დარჩენილი პირდაპირი გაგებით, როდესაც აღარ იქნება ის ფორმალურადაც საქართველოს შემარცხვენელი პრეზიდენტი. 

ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია სუს-ის განცხადებები, რომელსაც პრევენციული სახე აქვს და შემდეგ ეს ყველაფერი დადგენილა და აღმოჩენილა, რომ ყოფილა სიმართლე. იგივე მოხდა რამდენიმე თვის წინ როდესაც რადიკალურ პროცესებზე საუბრობდა სუსი და ეს დამტკიცდა.

იგივე იყო როდესაც სემინარების ჩატარებასთან დაკავშირებით და რევოლუციური სცენარების სწავლებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ესეც დამტკიცდა,"- აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები