27 აგვისტო 2026,   00:40
ვრცლად
ეს კამპანია დაწყებულია მას შემდეგ, რაც გარე პატრონებმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს დავალება, რომ ებრძოლონ ყველაფერს, რაც ხელს აძლევს საქართველოს საზოგადოებას, მათ შორის ტურისტული ნაკადების ზრდის კუთხით - არჩილ გორდულაძე

მმართველი გუნდი უცხოური აგენტურის მხრიდან ოპოზიციისთვის მიცემულ კიდევ ერთ დავალებაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ თავად ხვდებოდა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს და რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა სტრატეგიულ ობიექტებს, ახლა ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებლის მიზნით შემოდიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ამ შემთხვევაშიც, "გარე პატრონების" დავალებას ასრულებს.

"ეს კამპანია დაწყებული არის მას შემდეგ, რაც გარე პატრონებმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს დავალება, რომ ყველაფერს, რაც ხელს აძლევს საქართველოს საზოგადოებას, მათ შორის ტურისტული ნაკადების ზრდის კუთხით, ამას უნდა ებრძოლონ, ამას უნდა დაუძახონ რუსული და რუსოფობიის, რუსული ქსენოფობიის გავრცელებით, შეეცადონ, ჩამოაგდონ შუღლი ჩვენს ქვეყანაში და დაძაბულობა უზრუნველყონ მაშინ, როდესაც სულ რაღაც 16 წლის წინ, მათი ლიდერი და მათი სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი და დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ფლაერებს არიგებდა ზუსტად ამავე გამშვებ პუნქტთან. ის შემოუძღვებოდა რუს ტურისტებს. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, მერაბიშვილი ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ უდისო. ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე ინვესტიციებს ახალისებდნენ და მიესალმებოდნენ. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციის მართულ კომპანიებზე გაყიდეს, იმიტომ რომ ასეთი იყო მათი დავალება უცხო ძალებისაგან. ახლა დავალება შეიცვალა," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები