09 ნოემბერი 2026,   13:11
ვრცლად
გიორგი შარაშიძე საკონსტიტუციო სარჩელზე: მისი მიზანია არა მხოლოდ პარტიების აკრძალვა, არამედ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაუქმება და არაკონსტიტუციურად გამოცხადება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარუდგენიათ. "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახლისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, რომ სარჩელის მიზანია არა მხოლოდ პარტიების აკრძალვა, არამედ ქვეყანაში "განსხვავებული აზრის გაუქმება".

"ჩვენი პოლიტიკური ძალა არის სრულიად ხელოვნურად და აბსოლუტური ბრალდებებით დამატებული ამ სიას, რაც რა თქმა უნდა, ადასტურებს საერთოდ მთლიანობაში ამ სარჩელის აბსურდულობას. და ამ სარჩელის მიზანია არა პარტიების აკრძალვა მხოლოდ, არამედ ზოგადად ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაუქმება და განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები