უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სახელმწიფო უწყების თანახმად, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები არ შედგეს.
სამოქალაქო პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ხელისუფლება ყაველაშვილის არჩევნებისთვის რუსთაველის გამზირის გასუფთავებას ცდილობს.
ნინო ლომჯარიას თქმით, სუსის განცხადებები სწორედ საზოგადოების იმ ნაწილისთვის არის განკუთვნილი, ვისთანაც არგუმენტებია საჭირო თუ რატომ ხდება ძალის გადაჭარბებული გამოყენება.
"ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ემზადება ყაველაშვილის არჩევნების დღისთვის, რომ რუსთაველი გაასუფთაოს. ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდებიან აქციის მონაწილეებს, როგორც ჩანს სუსის მსგავსი განცხადებები ემსახურება ზუსტად იმ მიზანს, რომ საზოგადოების ნაწილის თვალში მაინც ჰქონდეთ არგუმენტები, თუ რატომ იყენებენ ასეთ გადაჭარბებულ ძალას", - აცხადებს ნინო ლომჯარია.