გორში, სტალინის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი საავტომობილო გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა - ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლის კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საავტომობილო გზაზე თხრილი სარემონტო სამუშაოების გამო იყო გაკეთებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე საქართველოს სს კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა.
შემთხვევის ამახველ ფოტოს qartli.ge ავრცელებს.