07 სექტემბერი 2026,   09:38
ვრცლად
ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკების მაგიდასთან აბრუნებს - სამხედრო დაპირისპირების დასასრული თუ ახალი სახიფათო ეტაპის დასაწყისი

რა ხდება მსოფლიოში, სადაც მთავარი კითხვა კვლავ რუსეთ-უკრაინის ომის მომავალს უკავშირდება. სამხედრო დაპირისპირების დასასრული თუ ახალი, უფრო სახიფათო ეტაპის დასაწყისი? ომის მეხუთე წელს საერთაშორისო დიპლომატია ისევ გააქტიურდა.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან აბრუნებს. დონალდ ტრამპის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ამჯერად ორივე დედაქალაქში ჩავიდნენ კონკრეტული სამშვიდობო წინადადებით.

სამშვიდობო მისია იმ დროს შედგა, როდესაც სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ სრულიად საპირისპირო სცენარზეც - არა ომის დასრულებაზე, არამედ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის უკრაინის საზღვრებს მიღმა გავრცელებაზე. მოსკოვს NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დივერსიული ქმედებების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, ვაშინგტონიდან კი კრემლში უკვე გააფრთხილეს - არ გამოსცადოს ალიანსის მზადყოფნა.

ამ ფონზე უიტკოფისა და კუშნერის მისიას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. რა შეთავაზებები ჩაიტანეს ტრამპის წარმომადგენლებმა მოსკოვსა და კიევში, რამდენად რეალურია დღეს ომის დასრულების პერსპექტივა, მაშინ როცა პუტინი და ზელენსკი უკვე შეთანხმდნენ შეაჩერონ ერთმანეთის დედაქალაქებზე საჰაერო თავდასხმა მომდევნო სამი დღის განმავლობაში.

ავტორი: ნათია ჩეხერიასთან 

დღის ამბები