23 ივნისი 2026,   10:42
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ბახმუტთან რამდენიმე მიმართულებით რუსეთის ძალებმა საკუთარი პოზიციების წინ წაწევა შეძლეს

უკრაინაში ომი გრძელდება. ბახმუტთან რამდენიმე მიმართულებით რუსეთის ძალებმა საკუთარი პოზიციების წინ წაწევა შეძლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"გასულ ღამეს რუსეთი უკრაინის 7 ოლქს, 24 საბრძოლო დრონის საშუალებით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა წარმატებით მოიგერია" - წერია გენშტაბის გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება. გასულ ღამეს 103 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტი იერიშებს კრამატორსკის, პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებებით ახორციელებს.

 

დღის ამბები