ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სათავე ნაგებობებს, აშენდება მაგისტრალური მილი და ორი რეზერვუარი, შეიქმნება ინფრასტრუქტურა უწყვეტი წყალმომარაგებისთვის.
პროექტი 2025 წლის ბოლოს დასრულდება.