სტეფანწმინდაში ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - პროექტი ითვალისწინებს - დაბის ცენტრიდან საკრებულოს შენობამდე ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, რეაბილიტაციის სამუშაოები მოიცავს - გზის საყრდენი კედლის მშენებლობას, სავალი ნაწილის მოასფალტებასა და ელექტრო გადამცემი ხაზების გზის საფარის ქვეშ მოთავსებას.
პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარს აღემატება. სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.