გურიაში, ანასეულში, სუბტროპიკების ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სავალი გზა, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და მგზავრთა მოსაცდელები. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტაციის პროცესს, მოადგილეებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ოზურგეთის მერი.