27 ნოემბერი 2021,   12:15
ვრცლად
აქცია ბათუმში - იუნკერების მემორიალთან შეკრებილებმა ხელისუფლების დროს ტერიტორიის 1 ლარად გასხვისება გააპროტესტეს

ბათუმში იუნკერების მემორიალთან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ წინა ხელისუფლების დროს ტერიტორიის 1 ლარად გასხვისება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ბათუმში, რადგან მათი მტკიცებით, სწორედ მისი დახმარებით მოხდა ტერიტორიის გასხვისება.

"დღეს კიდევ ერთხელ გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ არ ვაპატიებთ "ნაციონალურ მოძრაობას" თავიანთ სისხლისმიერ დანაშაულებს," - განაცხადა აქციის მონაწილემ ანრი ბიბინეიშვილმა.

დღის ამბები