15 ოქტომბერი 2026,   21:06
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში "Raisina Middle East" მიიღებს მონაწილეობას

14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში "Raisina Middle East", რომელიც ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის მიერ.

კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: "მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი".

ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

დღის ამბები