14 ოქტომბერი 2026,   03:09
ვრცლად
საგარეო ვაჭრობა გაიზარდა - მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ახალი მონაცემები დათვალა. ბოლო 9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 9 მთელი 2 მეათედი პროცენტით გაიზარდა. თითქმის 20 პროცენტით მეტია ექსპორტი, იმპორტი კი 5 მთელი 3 მეათედი პროცენტით არის გაზრდილი.

რეკორდულ მონაცემებზე აკეთებენ აქცენტს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. ის პოლიტიკა კი, რომელიც ქვეყანაში წარმოების გაფართოებას ეხება, მაჩვენებლებზე დადებითად აისახება.

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, იმედისმომცემ მონაცემებზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები. ანალიტიკოსებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

დღის ამბები