ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა - ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი აშშ-ის პრეზიდენტმა ამხილა. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომისა და რუსტისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, ევროკავშირი მოსკოვთან ვაჭრობას განაგრძობს, შტატებს კი დიზელზე დადებული შეთანხმების გამო უპირისპირდება.
ტრამპის ამ განცხადების შემდეგ, მეტი დეტალი გასაჯაროვდა მოსკოვიდან. რუსეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2022 წლიდან, სანქციების მიუხედავად, ევროკავშირისგან ნავთობისა და გაზისთვის მიღებული თანხები არა 250 მილიარდი, არამედ 320 მილიარდი დოლარია. ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ევროპული ქვეყნების ნაწილი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას ახლაც განაგრძობს.
ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე საუბარი არ სურს ქართულ ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები მაინც იმას ამტკიცებენ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეწყვიტოს.
ევროკავშირის წინააღმდეგობრივ სტანდარტზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის განცხადებამ ბრიუსელის უსამართლო მიდგომები კიდევ ერთხელ დაადასტურა. სახელისუფლებო პარტიის შეფასებით, იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკა რუსულ რესურსებზე დამოკიდებული რჩება, ბრიუსელი სხვებისგან სრულიად საპირისპირო, რადიკალურ ზომებს მოითხოვს.
დონალდ ტრამპისა და ალექსანდრ ნოვაკის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის შემდეგ, ბრიუსელი დუმს. ევროკავშირში საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.