დონალდ ტრამპი ჰუსიტების ბოლოდროინდელ ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ირანის წაქეზებით ისინი აშშ-ის არჩევნების წინ ნავთობზე ფასების ხელოვნურად გაზრდას ცდილობენ.
აშშ-ის პრეზიდენტი მოქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს და აფრთხილებს, რომ ამას არასოდეს დაივიწყებს.
ტრამპი ასევე აცხადებს, რომ ის არჩევნებში კი არ იღებს მონაწილეობას, არამედ უკვე გაიმარჯვა, თან "გამანადგურებელი უპირატესობით":
"ჰუსიტები ძალიან ცუდად იქცევიან. მეგონა, ერთი წლის წინ უკვე ისწავლეს ჭკუა, როცა სასტიკად დავბომბეთ და მათივე თხოვნით, გავჩერდით. დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად იყვნენ, მაგრამ ახლა ისევ გამოჩნდნენ, თანაც ძალიან ბინძური ფორმით. სავარაუდოდ, ეს ირანის წაქეზებით ხდება, რომელიც ჩამოშლილი სახელმწიფოა, არ გააჩნია საზღვაო ფლოტი თუ საჰაერო ძალები, აქვს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ეკონომიკა და 301%-იანი ინფლაცია. ისინი თავს ესხმიან საუდის არაბეთს და, როგორც ჩანს, აშშ-ის არჩევნების წინ მიზანმიმართულად ცდილობენ ნავთობზე ფასების გაზრდას - რაც სულაც არ არის კარგი! ვინმემ უნდა აუხსნას, რომ მე არჩევნებში კი არ ვიღებ მონაწილეობას, არამედ უკვე გავიმარჯვე - თანაც გამანადგურებელი უპირატესობით! თუმცა, არჩევნების შემდეგაც აქ ვიქნები და ამას არასოდეს დავივიწყებ!," - წერს დონალდ ტრამპი.