14 ოქტომბერი 2026,   00:02
ვრცლად
რუსეთი დიზელს ჩვენ არ გვაწვდის, ისინი მას მთელ მსოფლიოს აწვდიან - დონალდ ტრამპი

რუსეთი დიზელს ჩვენ არ გვაწვდის. ისინი მას მთელ მსოფლიოს აწვდიან - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპმა კითხვაზე - შეწყვიტა თუ არა აშშ-მ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, განაცხადა, რომ ასე არ მომხდარა და შტატები უკრაინას დღემდე ეხმარება:

"არა, არ შეგვიწყვეტია. ჩვენ მათ ვეხმარებით"- აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, კითხვაზე თუ რა აძლევს მას იმის საფუძვლიან რწმენას, რომ პუტინს ომის დასრულება უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

"მხოლოდ მოლაპარაკებების გამოცდილება. მთელი ცხოვრება სწორედ ამას ვაკეთებდი - გარიგებებს ვდებდი,"- აღნიშნა ტრამპმა.

დღის ამბები