20 ივნისი 2021,   05:42
ვრცლად
ქუთაისში, გადამზიდ მანქანაზე მოთავსებული ავზებიდან გაზმა გაჟონა - ახლოს მდებარე რამდენიმე ობიექტიდან მოქალაქეები გაიყვანეს

ქუთაისში გადამზიდი მანქანიდან გაზმა გაჟონა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

თვითმხილველევის თქმით, ცოტა ხნის წინ ხმაური გაიგეს, მათი ვარაუდით, ერთ-ერთი ავზიდან გაზმა გაჟონა და არსებობს აფეთქების საფრთხეც.

მათი თქმით, რამდენიმე ობიექტიდან მოქალაქეები გაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები მუშაობენ, გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.

დღის ამბები