29 ივლისი 2021,   16:23
ვრცლად
გურიაში ფქვილის მწარმოებელ საწარმოში დასაქმებულები გაიფიცნენ

ოზურგეთში შპს "გურია ექსპრესის" თანამშრომლები გაიფიცნენ. ფქვილის მწარმოებელ საწარმოში დასაქმებულები ხელფასის მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელმძღვანელობის მხრიდან ღირსეულ მოპყრობას მოითხოვენ და პროტესტის ნიშნად უკვე სამი დღეა აღარ მუშაობენ.

თურქული საწარმოს ადვოკატი აცხადებს, რომ დასაქმებულების ყველა მოთხოვნა შესრულდება, გარდა ხელფასის გაზრდისა. ანაზღაურების მომატებას კომპანია ახლო პერსპექტივაში არ განიხილავს.

გაფიცულების ადვოკატის თქმით, მოთხოვნების შესასრულებლად ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ.

ამჟამად საწარმო ფაქტიურად პარალიზებულია და პროდუქციის წარმოება ვერ ხერხდება.

დღის ამბები