14 ოქტომბერი 2026,   16:50
ვრცლად
"იყო სამართლებრივი ხასიათის, მერე გახდა პოლიტიკური ხასიათის" - გურამ მაჭარაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. დასკვნა ეხება გრანტების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს.

ანგარიშში წერია რომ ეს კანონები ხელს უშლის პარტიების სუვერენიტეტის დაცვას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებას და ამ საკითხებზე ნებისმიერი მომავალი კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის მეშვეობით.

მმართველ გუნდში ამბობენ რომ დასკვნა იმეორებს გასულ წელს მომზადებული ანგარიშის შინაარსს, არ ახლავს იურიდიულად და სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტები და მხოლოდ ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერი ენჯეოების მისამართით ტენდენციურ მხარდაჭერას ასახავს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კომისიის დასკვნა პოლიტიკური ხასიათის გახდა.

"იყო სამართლებრივი ხასიათის, მერე გახდა პოლიტიკური ხასიათის. გამომდინარე ზუსტად იმ გლობალური ომის პარტიის ჩარევების შედეგად და მაგაზე მეტი მაგალითი რა მოვიყვანო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ასობით საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ვენეციის კომისია დატოვა და დატოვა არა უბრალოდ, არამედ დაასახელა მიზეზი, რომ ესენი არიან მარგინალური ორგანიზაციები, დაკვეთებს ასრულებენ და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია შეერთებულმა შტატებმა ასეთ ორგანიზაციებში ყოფნა. ჩვენ ვამბობდით, რომ სამწუხაროა, მაგრამ ვენეციის კომისია უკვე არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკური ხასიათის დასკვნებს წერდა,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები