14 ოქტომბერი 2026,   20:28
ვრცლად
საფრანგეთში, სენატის კომიტეტმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტი დაამტკიცა - დოკუმენტი არჩევნების დროს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 3-წლიან პატიმრობას და 45 000 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს

სენატორებმა კომიტეტის დონეზე დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

კანონპროექტი ითვალისწინებს არჩევნების პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის დაწესებული სასჯელის გასამმაგებას - კერძოდ, სასჯელი გაიზრდება 3-წლიან პატიმრობამდე და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმამდე.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია სამართლებრივი პროცედურის დაჩქარება იმ ყალბი ინფორმაციის წასაშლელად, რომელიც ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს აზიანებს.

კანონპროექტის თანახმად, ეს წესი გავრცელდება ისეთ "ბრალდებებზე (...) რომლებიც აშკარად არასწორი ან შეცდომაში შემყვანია" და რომლებიც "ხელოვნური ან ავტომატიზებული" გზით ვრცელდება.

კანონპროექტის სენატში განხილვა, ვიდრე მას ეროვნულ ასამბლეას გადასცემენ, 20 ოქტომბერს იგეგმება.

საგარეო საქმეთა კომიტეტის მომხსენებელმა რაშიდ ტემალმა (სოციალისტური პარტია) კანონპროექტი შეაფასა, როგორც "საჭირო", თუმცა აღნიშნა, რომ ის "ზედმეტად შეზღუდულია იმ ფონზე, როდესაც გარე ჩარევა უკვე დადასტურებულია".

"კანონპროექტი დამტკიცდება, რადგან ამ საკითხზე ეროვნული ერთიანობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ჩვენ შეგვეძლო უფრო შორს წავსულიყავით", - დასძინა მან.

სენატის იურიდიულმა კომიტეტმა თავის ანგარიშში ასევე გამოთქვა სინანული კანონპროექტის "ძალიან შეზღუდული მოცვის" გამო, "საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით".

დღის ამბები