ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. დასკვნა ეხება გრანტების,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს.
ანგარიშში წერია, რომ ეს კანონები ხელს უშლის პარტიების სუვერენიტეტის დაცვას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებას და ამ საკითხებზე ნებისმიერი მომავალი კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის მეშვეობით.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დასკვნა იმეორებს გასულ წელს მომზადებული ანგარიშის შინაარსს, არ ახლავს იურიდიულად და სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტები და მხოლოდ ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერი ენჯეოების მისამართით ტენდენციურ მხარდაჭერას ასახავს.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიასთან ოპოზიციას მუდმივი კომუნიკაცია აქვს და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ პირად არგუმენტაციებს აცნობენ:
"ვენეციის კომისია არის საერთაშორისო დონისა აღიარებული ორგანო, რომელიც განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ტრამპის განცხადებებს მე არ ვუპასუხებ, მე მაინტერესებს, რა ხდება საქართველოში, საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ყველასთან აბსოლუტურად, მათ შორის ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან იმ კუთხით, რასაც ჰქვია ჩვენი არგუმენტაციის გაცნობა ამ პროცესთან დაკავშირებით,"- აცხადებს ანა წითლიძე.