16 მაისი 2021,   13:12
ვრცლად
ვაქცინაცია ფართოვდება - პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში  მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. 

"საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ვაქცინაციის გაფართოების საკითხი, კერძოდ, მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

დღის ამბები