08 მაისი 2021,   22:24
ვრცლად
ადვოკატ ბექა ბასილაიას კოვიდი დაუდასტურდა - როდის შეხვდა ციხეში ნიკა მელიას?

ნიკა მელიას ადვოკატს, ბექა ბასილაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა. 

"გუშინ (22.04) გამომივლინდა სიმპტომი (ხველა), დღეს დილით (23.04) PSR-მა დადებითი აჩვენა. ორშაბათიდან ვისთანაც კონტაქტი მქონდა, მგონი ყველას პირადად შევატყობინე.
როგორც ამიხსნეს, მცირე ალბათობით არის შანსი, რომ წინა კვირაშიც გადამდები ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, წინა კვირის კონტაქტებთან პირადად შეხმიანებას უბრალოდ ვერ შევძლებ (ჯერ ნიკას პროცესი იყო, შემდეგ გიო მუმლაძის) უამრავ ადამიანს შევხვდი და მივესალმე, თითქმის ყველანი სავარაუდოდ მეგობრებში მეყოლებით, ამიტომ ვდებ ამ პოსტს, ინფორმირებისთვის," - წერს ბექა ბასილაია.

ამავე პოსტის კომენტარებით ცნობილი ხდება, რომ ტემპერატურა დაუფიქსირდა ციხეში მყოფ ნიკა მელიასაც. ამის შესახებ მისმა თანაპარტიელმა ეკა ხერხეულიძემ დაწერა. 

"ბოლოს ორშაბათს შევხვდი. ნიკას მინის ბარიერის მიღმა და სპეციალური აღჭურვილობით ვხვდებით, შესაბამისად, გადადების შანსი არ არსებობს," - ამბობს ბექა ბასილაია.

დღის ამბები