15 ოქტომბერი 2026,   03:25
ვრცლად
ახალი საგნები, ახალი გარემო და პირველი ნაბიჯები პროფესიული კარიერისკენ - ე.წ. მეორადმა ჩარიცხვამ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა 1350 აბიტურიენტს მისცა

ე.წ. მეორადი ჩარიცხვა - საგამონაკლისო წესით დაშვებულმა ცვლილებამ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სულ 1350 აბიტურიენტს მისცა.

ფილოლოგია, ბიზნესი, სამართალი - ეს იმ მიმართულებების მხოლოდ ნაწილია, რომლებზეც აბიტურიენტები სწავლას აკრედიტებულ დაწესებულებებში გააგრძელებენ. საგანმანათლებლო სასწავლებლებს კი, მეტი სტუდენტის მიღების შესაძლებლობა მიეცა.

ე.წ. მეორადი ჩარიცხვა საგამონაკლისო წესით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით განხორციელდა. მექანიზმი ერთჯერადად უმაღლესი განათლების რეფორმის გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით ამოქმედდა. ინიციატივის მიზანი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

წელს საქართველოში სტუდენტის სტატუსი სულ 35 000-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ისინი, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, სრულიად უფასოდ ისწავლიან. ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დაფინანსების ახალი მოდელი უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა.

ახალი საგნები, ახალი გარემო და პირველი ნაბიჯები პროფესიული კარიერისკენ - პირველკურსელებისთვის სტუდენტური ცხოვრება უკვე დაიწყო.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები