16 ივნისი 2026,   14:24
ვრცლად
გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალაგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაჭრილი 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც ამ წუთებში "გორმედის" კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და ვინ იყო პირი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა, ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით  (განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი  იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) დაიწყო.

დღის ამბები