01 მარტი 2021,   17:58
ვრცლად
მკვლელობა ოზურგეთში - 55 წლის მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს. მკვლელობა სავარაუდოდ დანით არის ჩადენილი. ამჟამად ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე მოკვლევა 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები