პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია "ლელოს" ქსენოფობიური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს და "ლიბერალების და დემოკრატების ევროპულ ალიანსს" (ALDE) რეაგირებისკენ მოუწოდებს.
პაპუაშვილის თქმით, "ლელოს" ჩართვა კამპანიაში სლოგანით "არაბიზაცია" სიცრუესა და ქსენოფობიაზეა დაფუძნებული, რის გამოც ALDE-მ უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა შემწყნარებელი თავისი წევრი პარტიის ასეთი ქმედებების მიმართ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ ღირებულებებზე მოლაპარაკე გარკვეული ჯგუფები ადამიანურ ღირებულებებთანაც კი არ არიან ახლოს:
"მე სპეციალურად მაქვს ხოლმე რეაქცია ასეთ მომენტებზე, ვინ საჭიროა, რომ ეს მომენტები მოინიშნოს და ყველამ დავიმახსოვროთ, ვინაიდან ეს აჩვენებს, რომ ერთ რამეს, როცა გარკვეული ჯგუფები ჩვენ გვესაუბრებიან ევროპულ ღირებულებებზე, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ჯგუფები ახლოსაც არ არიან გავლილი, არათუ ევროპულ, ადამიანურ ღირებულებებთანაც კი.
"ალდეზე" როდესაც ვსაუბრობთ, მათ წევრებში და წრეში ჰყავთ პარტია "ლელო", რომელიც ტერორისტის თანამებრძოლია. არ დაგმეს, არ გაემიჯნენ, არ გარიცხეს, მიიღეს შემდეგი ეტაპი. დღეს ვნახეთ უკვე ქსენოფობიური კამპანია, რომელსაც "ლელო" ჩაერთო სლოგანით - არაბიზაცია. რაც, თავისთავად, ერთი მხრივ, არის აბსოლუტური ტყუილი, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია, მაგრამ ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ მათ შორის ქსენოფობიურ ელფერს. ასე რომ, ვნახოთ ახლა იქნება თუ არა რაიმე რეაქცია "ალდეს" მხრიდან. "ალდეს" ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ გახლავთ ლიბერალური პარტია, რომ ქსენოფობია და დაყოფა არის ის, რასაც ებრძვიან. ახლა აღმოჩნდა, არათუ ებრძვიან, მათი წევრი არის ქსენოფობიური კამპანიის ავტორი. ასე რომ, დაველოდებით, მეორე შანსია მათთვის, რომ გაემიჯრონ ამ პარტიას. თუ არ გაემიჯნებიან, ჩვენ უბრალოდ ვიცოდეთ, ეს ალიანსი, რომლის ლიდერები არიან მარტა კოსი, კაია კალასი, მათი პარტია და ალიანსი, შემწყნარებელია ქსენოფობიის მიმართ. დაველოდებით რამდენიმე დღე, მერე უკვე საზოგადოება აქედან საკუთარ დასკვნას გავმოვიტანთ. ყოველ ჯერზე, როცა "ალდეს' მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ, ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.